loader

"ზუსტად 2 წლის წინ, დააკავეს მამაჩემი ცრუ ბრალდებების გამო... 14 საათიანი სპეცოპერაციის კადრების დავიწყება შეუძლებელია - ზიანი, რომელიც ამ დღეს მოგვაყენეს გამიზნულად, არსად გამქრალა" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზუსტად 2 წლის წინ, დააკავეს მამაჩემი ცრუ ბრალდებების გამო... 14 საათიანი სპეცოპერაციის კადრების დავიწყება შეუძლებელია - ზიანი, რომელიც ამ დღეს მოგვაყენეს გამიზნულად, არსად გამქრალა" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი?

"ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს მამაჩემი ცრუ ბრალდებების გამო და დღემდე ის არის პოლიტიკური პატიმარი. 14 საათიანი სპეცოპერაციის კადრების დავიწყება შეუძლებელია ყველა ჩვენგანისთვის. ზიანი, რომელიც ამ დღეს მოგვაყენეს გამიზნულად, არსად გამქრალა. ამ დღის შემდეგაც არაერთი ურთულესი დღის გადატანა მოგვიწია და დღემდე გრძელდება," - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი წერს.

"ადამიანი ყოველთვის ვერ უმკლავდება მიყენებულ უდიდეს სტრესს და შეიძლება გამოუსწორებელი შედეგითაც დასრულდეს. ჩვენც გვეგონა, რომ ვერ გავუძლებდით იმ ტკივილს, რაც სპეცოპერაციის დროს მოგვაყენეს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს ენერგიას, რომ შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება ამ ტკივილთან ერთად და ღირსეულად ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. ეს 2 წელი ძალიან რთული იყო, მაგრამ ამ სირთულეებმა მასწავლეს ყველაზე მნიშვნელოვანი - ყველა მდგომარეობა დროებითია, მთავარია ნებისმიერ მომენტში დარჩე ადამიანად, შორს იყო სიძულვილთან, ტყუილთან და ახლოს სიკეთესთან/სიყვარულთან. და ბოლოს, გჯეროდეს ღმერთის, რომ უკეთესი დღეები წინ გელოდება მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც რეალურად განიცდის მამას დაკავების დღიდან ჩვენს რთულ პერიოდს და გვერდში გვიდგას გულწრფელად, მთელი გულით. თქვენს ადამიანურ დამოკიდებულებას არასდროს დავივიწყებთ. სოსო გოგაშვილი საუკეთესო მამა ხარ და ადამიანის სიძლიერის საუკეთესო მაგალითი, მიყვარხარ," - წერს ნინი გოგაშვილი.