"ხალხო, გეყოფათ, თორემ დედაჩემს ვერაფრით ვაჯერებ, რომ არაა ქართველი" - კუკურელიას ახალი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება
EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში ესპანეთის უძლიერეს გუნდთან დამარცხდა. გამორჩეული იყო ესპანური ნაკრების მცველი მარკ კუკურელია, რომელზეც ქართველები ყველაზე ბევრს ხუმრობდნენ, მისი გვარის მეგრულ გვარებთან მსგავსების გამო.
ვინ არის მარკ კუკურელია?
25 წლის სპორტსმენი მარკ კუკურელია სასეტა დაიბადა 1998 წლის 22 ივლისს. ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი ინგლისური პრემიერლიგის კლუბ "ჩელსისა" და ესპანეთის ეროვნული გუნდის მოთამაშეა.
კუკურელიას დებიუტი „ბარსელონაში“ სარეზერვო გუნდში შედგა. 16-დან 23 წლამდე ოლიმპიურ ტურნირში 2020 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა. მისი დებიუტი უფროსების გუნდში 2021 წელს შედგა.
ფეხბურთისადმი მისი სიყვარული 4 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამ ბარსელონის "ესპანიოლის" აკადემიაში წაიყვანა. მალე ესპანურმა ქალაქ ბარსელონამ ყურადღება მიაქცია 14 წლის ბიჭს, რომელიც თავდაუზოგავად ვარჯიშობდა აკადემიაში. მცველისთვის მცირე სიმაღლის მიუხედავად (173 სმ), ის კარგად ხსნიდა ბურთს ჰაერში.