loader

გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გავრცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმელ­მა და ევრო 2024-ის თა­ნა­ბომ­ბარ­დირ­მა გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ "მო­ნა­კოს­თან" ტრანსფე­რი ჩა­შა­ლა და ლი­ო­ნის "ოლიმ­პიკ­ში" გეგ­მავს გა­და­ბარ­გე­ბას. მე­ტიც, "ეკი­პის" ცნო­ბით, 23 წლის თავ­დამ­სხმე­ლის "ლი­ონ­ში" გა­დას­ვლა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია. ამა­ვე გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "მონა­კოს­თან" ტრანსფე­რი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და ქარ­თველ­სა და კლუბს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის წინ მოხ­და.

გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, "მეცი" ტრანსფერ­ში 18 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე ოდ­ნავ მეტს ბო­ნუ­სე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღებს. ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც "მო­ნა­კო­ში" გა­დას­ვლა ბოლო მო­მენ­ტში გა­და­ი­ფიქ­რა, სამ­შა­ბათს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის გა­სავ­ლე­ლად ჩავა, რის შემ­დე­გაც ხუ­თწ­ლი­ან კონ­ტრაქტს გა­ა­ფორ­მებს.

გი­ორ­გი პიერ საჟის გუნდს ავ­სტრი­უ­ლი შეკ­რე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, 28 ივ­ლისს შე­უ­ერ­თდე­ბა. ადრე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახალ გუნდში მისი გა­სამ­რჯე­ლო იმა­ზე ცო­ტა­თი მეტი იქ­ნე­ბა, რა­საც "აიაქსში" იღებ­და.

Geo Team-იც ადას­ტუ­რებს, რომ შე­თან­ხმე­ბა უკვე შედ­გა "ლი­ონ­სა" და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს შო­რის პი­რა­დი კონ­ტრაქ­ტის თა­ო­ბა­ზე და "ლი­ო­ნი" სატ­რანსფე­რო თან­ხა­ზე "მეც­თან" სა­ბო­ლოო მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებს.

"გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე მარ­თლაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო შა­ბათს მო­ნა­კო­ში და გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა კონ­ტრაქ­ტი, თუმ­ცა... წინა სა­ღა­მოს მი­ი­ღო ზარი "ლი­ო­ნის­გან" და ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა.

ქარ­თველ ფორ­ვარდს მო­ნა­კო­ში გა­დას­ვლის ვა­რი­ან­ტი არ ხიბ­ლავ­და, რად­გან არ მი­უ­ღია გა­რან­ტია მუდ­მი­ვად ცენ­ტრფორ­ვარ­დად თა­მა­შის თა­ო­ბა­ზე. მსგავ­სი მი­ზე­ზის გამო უთხრა უარი "რო­მას", რო­მე­ლიც ფლან­გის შემ­ტე­ვა­დაც გა­ნი­ხი­ლავ­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე ელა­პა­რა­კა "ლი­ო­ნის" მწვრთნელს და მი­ი­ღო გა­რან­ტია, რომ მას მხო­ლოდ ცენ­ტრფორ­ვარ­დის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ. გუნ­დი ახალ სე­ზონ­ში 2 თავ­დამ­სხმე­ლით ითა­მა­შებს. წყვილ­ში მი­ქა­უ­ტა­ძე - ლა­კა­ზე­ტი", - ვკი­თხუ­ლობთ Geo Team-ის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე".

"ოლიმ­პი­კი" გა­სულ სე­ზონ­ში ლიგა 1-ში მე­ექ­ვსე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ევ­რო­პა ლი­გა­ზე ითა­მა­შებს.

"ლი­ო­ნის" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლი­ურ გუნდში დაბ­რუ­ნე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მი­ე­სალ­მე­ბი­ან.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ლი­ო­ნი“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გის კლუ­ბი იყო, ის 2008/15 წლებ­ში მის აკა­დე­მი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და და იქი­დან წას­ვლას ძა­ლინ მტკივ­ნე­უ­ლად იხ­სე­ნებ­და:

"ძა­ლი­ან დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო - მი­თხრეს, რომ "ლი­ონ­ში" ვე­ღარ დავ­რჩე­ბო­დი. ეს დღე ძა­ლი­ან ცუ­დად მახ­სოვს..." განაგრძეთ კითხვა