loader

ვინ არის 8 წლის ბიჭი განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 8 წლის ბიჭი განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ვინ არის 8 წლის დიზაინერი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო.

მაქს ალექსანდერის თავგადასავალი მოდის სამყაროში 4 წლის ასაკში დაიწყო. ჯერ იყო საბავშვო კოლექცია, ლენტებით, პლასტმასის დეტალებითა და ფერადი ქსოვილით შექმნილი საბავშვო კაბები. შემდეგ - კერვის პირადი კურსები, 2021 წელს კი - ზრდასრულებისთვის შექმნილი კოლექცია და ბოლოს ონლაინმაღაზია.

თითო კაბა 1 კვირაში იქმნება. საწყის ეტაპზე, მაქსს დედა ეხმარებოდა, პირველი მანეკენიც სწორედ მან შეუქმნა, ახლა კი ქსოვილებს თავად არჩევს, ვან გოგისა და ფრიდა კალოს ინსპირაციით ქმნის მოდელებს დისთვის და მიჰყვება ინტუიციას.

მაქსს სოციალურ ქსელებში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, სადაც ის დოკუმენტურად ასახავს თავის შემოქმედებას: იატაკზე მოფენილი ნაჭრებისა და საკერავი მანქანის უკან კი კვლავ პატარა ბავშვი დგას, რომელიც მთელი პროცესით დიდ სიამოვნებას იღებს.