loader

"ირანში ამ ვიდეოს გამო "მეღადავებოდნენ, ვინც ტვინგახსნილია, მისთვის კარგი ჟესტი იყო" - ვრცელდება გიორგი გველესიანის ვიდეო, რომელსაც 6 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირანში ამ ვიდეოს გამო "მეღადავებოდნენ, ვინც ტვინგახსნილია, მისთვის კარგი ჟესტი იყო" - ვრცელდება გიორგი გველესიანის ვიდეო, რომელსაც 6 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა

გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. გიორგი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის, დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო.

როგორც გველესიანი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში ჰყვება, ირანში ხელის თხოვნის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ირანში ამ ვიდეოს გამო "მეღადავებოდნენ. ვინც ტვინგახსნილია მისთვის კარგი ჟესტი იყო" - ამბობს გველესიანი.

გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.

გვე­ლე­სი­ა­ნი 1991 წლის 5 მა­ისს და­ი­ბა­და. თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის აღ­ზრდი­ლის დე­ბი­უ­ტი "დი­ნა­მოს“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2010 წელს შედ­გა. ეროვ­ნულ ლი­გა­ში კი თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო გოლი 2013 წლის 19 აპ­რილს, ზუგ­დი­დის "დი­ნა­მოს­თან“ შეხ­ვედ­რა­ში გა­ი­ტა­ნა.

სულ გვე­ლე­სი­ან­მა "დი­ნა­მოს“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 81 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 7 გოლი გა­ი­ტა­ნა. "დი­ნა­მოს“ რი­გებ­ში სამ­ჯერ გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, 4-ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს თა­სის მფლო­ბე­ლი და ორ­ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­პერ­თა­სის მფლო­ბე­ლი.

გველესიანის ინტერვიუ "ნოდარ მელაძის შაბათიდან"