loader

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო - ვის გაუხსნეს ცეცხლი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო - ვის გაუხსნეს ცეცხლი?

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.

როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა.

„უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, მომხდარის გარემოებების დადგენის მიზნით "საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები" მიმდინარეობს.