loader

რუსების თავდასხმას დონეცკის ოლქში 6 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსების თავდასხმას დონეცკის ოლქში 6 ადამიანი ემსხვერპლა

რუსების თავდასხმის შედეგად დონეცკის ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსების თავდასხმების შედეგად ოლქში 22 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 13 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 5 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელებმა 4 ჩამოაგდეს, ხოლო 1 დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.