"22 ბავშვი დაიღუპა" - უმძიმესი კადრები ნიგერიიდან, სადაც სკოლის შენობა ჩამოინგრა: კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ბავშვების გადარჩენას
ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად, 22 ბავში დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორსართულიანი სკოლის შენობა ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში ჩამოინგრა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ნანგრევებში 154 ადამიანი მოყვა, აქედან 22 დაიღუპა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა.