loader

"ის პარტიები, რომლებიც ცალკე გასვლას აპირებენ და რომლებსაც 1%-ზე ნაკლები რეიტინგი აქვთ, ისინი ან პირდაპირ ეხმარებიან "ქართულ ოცნებას", ან ილუზიებით არიან შეპყრობილები" - რომან გოცირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის პარტიები, რომლებიც ცალკე გასვლას აპირებენ და რომლებსაც 1%-ზე ნაკლები რეიტინგი აქვთ, ისინი ან პირდაპირ ეხმარებიან "ქართულ ოცნებას", ან ილუზიებით არიან შეპყრობილები" - რომან გოცირიძე

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების ნაწილის გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რა კონფიგურაციით წარდგება საპარლამენტო არჩევნებზე.

ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ ამომრჩეველთა ხმები არ უნდა დაიკარგოს, თუმცა მათი ნაწილის კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე უცნობია.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ერთობის იდეას მიესალმება, ხოლო მეორე ნაწილს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ოპონენტთა მარცხს პროგნოზირებს.

ისინი დარწმუნებული არიან, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მიიღებს.