loader

"ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია - ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ" - რას წერს შალვა პაპუაშვილი ნინო წილოსანსა და მოქალაქე ნათია ლეთოდიანის დაპირისპირებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია - ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ" - რას წერს შალვა პაპუაშვილი ნინო წილოსანსა და მოქალაქე ნათია ლეთოდიანის დაპირისპირებაზე?

"ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი ენჯეოების სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას (აღარაფერს ვიტყვი დეპოლარიზაციაში წვლილის შეტანასა და მსგავს მაღალ მატერიებზე). ამასთან, არაერთხელ მოვუწოდე მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია. იმასაც ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობა და თვითკრიტიკულობის არარსებობაა. ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია.ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ," - წერს შალვა პაპუაშვილი.