loader

“დღეს ფუძნდება საერთო სამოქალაქო მოძრაობა - “აირჩიე ევროპა”, რომელიც რამდენიმე ნიშნით განსხვავდება სხვა მსგავსი ინიციატივებისგან" - ვინ არიან მოძრაობის დამფუძნებლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს ფუძნდება საერთო სამოქალაქო მოძრაობა - “აირჩიე ევროპა”, რომელიც რამდენიმე ნიშნით განსხვავდება სხვა მსგავსი ინიციატივებისგან" - ვინ არიან მოძრაობის დამფუძნებლები?

სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპა” დაფუძნდა. მოძრაობის წევრების განმარტებით, მოძრაობა აერთიანებს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სხვადასხვა დარგის გამორჩეულ პროფესიონალებსა და აქტიურ მოქალაქეებს, რომლებისთვისაც მთავარ მიზანს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება წარმოადგენს.

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები არიან: “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელი, უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელი, თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელი, ექსპერტი გიორგი რუხაძე, “აირჩიე ევროპის”თანადამფუძნებელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი, “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელი ივა ჭყონია.