loader

"8 წლის ბიჭი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა" - ოჯახს ცხედრის კანადაში გადასასვენებლად დახმარება სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"8 წლის ბიჭი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა" - ოჯახს ცხედრის კანადაში გადასასვენებლად დახმარება სჭირდება

კანადიდან საქართველოში ჩამოსული 8 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა. ბავშვი დედასთან და პატარა ძმასთან ერთად საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდა.

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა. მეგობრებო, ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩემი ცოლის დისშვილი... ბავშვი არის კანადის მოქალაქე და საჭიროა გადასვენებისთვის თანხის შეგროვება.

უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გექნებათ, ეს პატარა ანგელოზი დავუბრუნოთ მშობლებს და მის მიწას. მადლობა უღრმესი ყველას ასეთ მძიმე დროს ჩვენ გვერდში დგომისთვის! და ასევე, თუ ბევრ დროს არ წაგართმევთ, რომ გადააზიაროთ ეს პოსტი. დიდად მადლობელი დაგრჩებით" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ხვედელიძე წერს.

gofundme.com-ზე (სადაც ბავშვის გადასასვენებლად თანხა გროვდება), გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 8 წლის კონსტანტინე მე-4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

"დამ­ძი­მე­ბუ­ლი გუ­ლით ვი­ზი­ა­რებთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კონ­სტან­ტი­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს. ორ­შა­ბათს, 8 ივ­ლისს, 2024 წელს, დე­დას­თან და პა­ტა­რა ძმას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბის დროს, ის მე­-4 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­დმოვარდა.. ფაქტმა დიდი შოკი და ტკივილი მოგვაყენა ყველას.

კონ­სტან­ტი­ნე გა­სულ თვეს 8 წლის გახ­და. ის იყო ბედ­ნი­ე­რი, აქ­ტი­უ­რი, ნა­თე­ლი, კე­თი­ლი და ნაზი პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­საც ყვე­ლა აღ­მერ­თებ­და. ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც მისი მშობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან ამ და­კარ­გვის გამო, აუ­ტა­ნე­ლია.

შვი­ლის ნეშ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­დან კა­ნა­და­ში გა­და­სას­ვე­ნებ­ლად, კონ­სტან­ტი­ნეს მშობ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. მო­დით, გა­ვერ­თი­ან­დეთ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რათა პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ კონ­სტან­ტი­ნეს ხსოვ­ნას და შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ოჯა­ხის ტვირ­თი.

წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას სი­კე­თი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის.

ირი­ნა - მა­ცა­სა და ალექ­სის ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი (კონ­სტან­ტი­ნეს მშობ­ლე­ბი)." - ნათქვამია გამოქვეყნებულ gofundme.com-ზე ინფორმაციაში.