loader

ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გუშინ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია.

გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.