"მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ პატარა გამოხდომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, მიხეილ სარჯველაძის მიმართ" - ირაკლი კობახიძე
მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ პატარა გამოხდომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, მიხეილ სარჯველაძის მიმართ - 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ქუჩაში მოქალაქემ "მონა" და "ბიძინას რუსი" ეძახა.
მისი თქმით, ე.წ. გულმხურვალე ახალგაზრდა, რომელიც მიხეილ სარჯველაძეს ქუჩაში სიტყვიერად დაუპირისპირდა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია.
ასევე იხილეთ: "ხელი გაწიე, რუსი ხარ ჩვეულებრივი" - დაპირისპირება მოქალაქესა და მიხეილ სარჯველაძეს შორის