loader

აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

„ენერგო-პრო ჯორჯიის“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს თბილისში, სოფელ დიღომში მიხეილ მესხის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე;

10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ქვეშეთი, მლეთა, სალაჯური, ყველანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლდანში აღმაშენებლის, სტალინის, ყაზბეგის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წიწამური, წილკანი და საგურამო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.