loader

"არც დავფიქრებულვარ, ჩანთიდან ფული ამოვიღე და გავუწოდე, სამ გიტარას მაინც იყიდდა, მამაჩემის საფლავის გასაკეთებლად გადადებული ფული იყო..." - რას წერს ირმა ინაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც დავფიქრებულვარ, ჩანთიდან ფული ამოვიღე და გავუწოდე, სამ გიტარას მაინც იყიდდა, მამაჩემის საფლავის გასაკეთებლად გადადებული ფული იყო..." - რას წერს ირმა ინაშვილი?

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ამ 54 წლის ასაკშიც კი, როცა ცხოვრებამ ბევრჯერ ფრთებიც მომცა და მიწაზეც დამანარცხა, მაინც მიმნდობ ადამიანად ვრჩები და, ვატყობ, უკვე ვეღარც შევიცვლები. მჯერა, როცა ადამიანი ცრემლს ღვრის... მჯერა, როცა გიყვება, რა მძიმე ცხოვრება გაიარა... მჯერა, როცა თავისი ავადმყოფობის შესახებ ტკივილს გიზიარებს... მჯერა, როცა შენს გამო ტყვიაზე წასვლას გპირდება (აი, ასეთ დაპირებას არ დაუჯეროთ არასდროს. ვინც შენს გამო ტყვიას გადაეფარება, ის ამის მტკიცებას და ახსნას არ დაგიწყებს)... მჯერა, როცა მართლაც გვერდში გიდგას და არ ვფიქრობ, რომ ამას რაღაცა მზაკვრული ჩანაფიქრისთვის აკეთებს... მჯერა დაპირების... სიტყვის... და ზოგადად, ადამიანების...

წლების წინ, ვარაზისხევში მანქანით ამოვდიოდით. შუქნიშანზე გავჩერდით და ახალგაზრდა ბიჭი გიტარას ყიდდა, ხელში ბანერი ეკავა:"დამეხმარეთ, დედას წამალი უნდა ვუყიდო". არც დავფიქრებულვარ, ჩანთიდან ფული ამოვიღე და გავუწოდე, სამ გიტარას მაინც იყიდდა, მამაჩემის საფლავის გასაკეთებლად გადადებული ფული იყო... გიტარაზე ვუთხარი,- გაყიდე, მე არ მჭირდება- მეთქი. არ მჯერა, რომ ტყუოდა. თუმცა, მძღოლი მარწმუნებდა,- ცრუობსო. კიდევ რამდენჯერმე შევესწარი მსგავს ისტორიას. იგივე ადგილზე. იგივე სიუჟეტით. მეუბნებიან, რომ არ უნდა ვიყო მიმნდობი, მაგრამ მაშინ მე არ ვიქნები. კიდევ 54 წელი რომ ვიცხოვრო ( რაც ნამდვილად არ მინდა), მაინც არ დავკარგავ რწმენას ადამიანებისადმი. როცა 3-4 კაცს რამე ეშლება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ვერაგი, მატყუარა, უმადური და ფლიდია," - წერს ირმა ინაშვილი.