loader

გურჯაანში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურჯაანში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ამის შესახებ­ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა.

„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ , - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.