loader

ცნობილია, ვინ არიან გენერალური პროკურორობის კანდიდატები, რომლებიც დღეს საპროკურორო საბჭომ შეარჩია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ვინ არიან გენერალური პროკურორობის კანდიდატები, რომლებიც დღეს საპროკურორო საბჭომ შეარჩია

2024 წლის 10 ივლისს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა, დავით ბარბაქაძე - 1 ხმა, ლალი ბუნტური - 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა​, ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა.

აღნიშნული მონაცემებით, “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია.

არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს "ფეისბუქგვერდზე" ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.