loader

რა გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით?

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მაისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მიიღო.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა.

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.