loader

იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს - მოპარულია კბილის ჯაგრისები და ყურსასმენები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს - მოპარულია კბილის ჯაგრისები და ყურსასმენები

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები არიან 30 და 33 წლის ქართველები.

ცნობილია, რომ მათ ორი სხვადასხვა მაღაზია გატეხეს. პირველი შემთხვევა 11:30 საათზე მოხდა.სუპერმარკეტის დაცვამ 30 წლის კაცი გააჩერა, რომელიც სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა, მას ზურგჩანთში 600 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია ეწყო.

მეორე შემთხვევა კი მოგვიანებით, 14:45 საათზე მოხდა. 33 წლის ქართველ კაცს მაისურის ქვეშ დამალული ჰქონდა ორი შეკვრა უკაბელო ყურსასმენი და 8 შეკვრა Oral-B კბილის ჯაგრისი, ჯამში კი მათი ღირებულება დაახლოებით 300 ევრო იყო.

კარაბინიერებმა ისინი თავდაპირველად დროებითი მოთავსების იზლატორში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სასამართლომ მათი დაპატიმრების ნებართვა გასცა.