loader

"გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები..." - ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები..." - ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვის შესახებ

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქართულ ჯარს არაფერი მოაკლდება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართული ჯარი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყოს.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხზე მთლიან პასუხისმგებლობას კვლავ მმართველ გუნდს აკისრებენ და ამბობენ, რომ ევროკავშირისგან თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი დაფინანსების გაყინვა მკაფიო გზავნილია იმისა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს.