loader

SOS! უსაფრთხოების ექსპერტი საზოგადოებას აფრთხილებს - "მიმდინარეობს თაღლითური კამპანია!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

SOS! უსაფრთხოების ექსპერტი საზოგადოებას აფრთხილებს - "მიმდინარეობს თაღლითური კამპანია!"

"მიმდინარეობს თაღლითური კამპანია, რომლის დროსაც, SMS-ის საშუალებით მომხმარებლები იღებენ შეტყობინებას, თითქოსდა, საქართველოს ფოსტა ითხოვს მისამართის დაზუსტებას ამანათის ჩასაბარებლად" - ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გზავნილზე აპელირება მაცდურია, მაგრამ კერძო ნომერი, ტექსტის გაუმართაობა და ბმულის "არარესპექტაბელური" სახე პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს არაა ოფიციალური გზავნილი.

"არ გადახვიდეთ ბმულზე. ასეთ დროს შესაძლოა, მთელი თქვენი ტელეფონი ან კომპი, ყველა პროგრამის, მათ შორის, მობაილ-ბანკის პაროლით და ყველა ფაილით, სურათით, ვოისით, ვიდეომიკროფონებით აღმოჩნდეს სხვის ხელში. მით უმეტეს, არ შეავსოთ რეალური მისამართის ველები - ვირტუალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლოა ფიზიკური ანგარიშსწორების ან რაიმე თაღლითური გარიგების მსხვერპლი გახდეთ.

თუ შეცდით და ბმულზე გადახვედით (ნახევარი საქართველო ონლაინ შოპინგობს ან გზავნილს ელის ემიგრანტისგან), ტყეში დაკარგულივით სირცხვილით ხის ქვეშ ნუ ჩამოჯდებით და სიკვდილს ნუ დაელოდებით (ეგ ფილმი მიყვარს). გამოცვალეთ პაროლები, მიუთითეთ აქტიური სესიის დასრულება ყველა გაჯეტში, გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (სასურველია, არა იმ გაჯეტიდან, რომელშიც შეასრულეთ თაღლითის თხოვნა), აცნობეთ ბანკს, რომ გახდით თაღლითობის მსხვერპლი, ასევე, მეგობრებს, რომ შესაძლოა, თქვენი მესენჯერიდან თანხის ან ინფორმაციის მოთხოვნის შეტყობინება მიიღონ", - წერს ანდრო გოცირიძე.