loader

"აი, ბიძინას “ორ ფეხზე” მდგარი, “ღირსეული” და “ბრძნული”, სინამდვილეში კი ოთხ ფეხზე მდგარი, უღირსი და ბრიყვული პოლიტიკა…" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, ბიძინას “ორ ფეხზე” მდგარი, “ღირსეული” და “ბრძნული”, სინამდვილეში კი ოთხ ფეხზე მდგარი, უღირსი და ბრიყვული პოლიტიკა…" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?

"გყავთ სამეგობრო, რომელსაც მუდმივად სიყვარულს და ერთგულებას ეფიცებით.

თქვენს ერთ-ერთ მეგობარს ბოროტი მეზობელი ჰყავს, რომელიც სახლში შეუვარდა, ოჯახი აუწიოკა…

სამეგობრო, ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს, არ დააჩაგვრინოს.

თქვენ კი ამბობთ, რომ იმ ბოროტ მეზობელთან საერთო ბიზნესი გაქვთ, თან გეშინიათ, რომ თქვენ არ მოგიბრუნდეთ და ამიტომ ეუბნებით სამეგობროს - ძალიან მიყვარხართ, მაგრამ პრობლემებს რომ გადაწყვეტთ, მერე გავაგრძელოთ მეგობრობა, მანამდე კი მე ჩემს საქმეს მივხედავ.

აი, ბიძინას “ორ ფეხზე” მდგარი, “ღირსეული” და “ბრძნული”, სინამდვილეში კი ოთხ ფეხზე მდგარი, უღირსი და ბრიყვული პოლიტიკა…" - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.