loader

"ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის..." - რას აფრთხილებს ივანე ჩხაიძე დედებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის..." - რას აფრთხილებს ივანე ჩხაიძე დედებს?

რა რისკებს იწვევს ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება - იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ამის შესახებ გადაცემა "შუადღის" ეთერში ისაუბრა.

"ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა, რადგანაც ეს არის თითქმის გარანტირებული - დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ.

უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან. არანაირი სტრესი ამას არ შეედრება. დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს.

ასევე, არანაკლებ მავნებელია ორსულისთვის პასიური მოწევა.

ასევე მავნებელია ზაფხულში, ჩართულ კონდიციონერთან თამბაქოს მოწევა. ეს ახდენს პირდაპირ ზეგავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.