loader

"ვიღებთ გადაწყვეტილებას, არჩევნებზე ერთად გამოვიდეთ! ვერთიანდებით იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სახლში გავუშვათ " - პარტიები "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიღებთ გადაწყვეტილებას, არჩევნებზე ერთად გამოვიდეთ! ვერთიანდებით იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სახლში გავუშვათ " - პარტიები "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ

პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს შორის მოლაპარაკებები “ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.

მისი თქმით, ახლა ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი.

“ახალი”, “დროა” და “გირჩი - მეტი თავისუფლება” ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიის და უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს და რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და ვიღებთ გადაწყვეტილებას, არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.