loader

რა დაჯდა ეროვნული ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიებები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაჯდა ეროვნული ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიებები?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავად გამართული ღონისძიებებისთვის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ეს ღონისძიება 260 000 ლარი დაჯდა.

განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციისთვის თანხის გამოყოფა დაევალა.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. დღის ბოლოს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართა.

წყარო : bpn