loader

"ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა" -  საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა" -  საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა, ასევე, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.