loader

"თქვენ იტყუებით, როდესაც ამას ეთერიდან ადამიანებს ეუბნებით... მიმოწერას გაჩვენებთ" - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ იტყუებით, როდესაც ამას ეთერიდან ადამიანებს ეუბნებით... მიმოწერას გაჩვენებთ" - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს

გამორიცხული მგონია, იმიტომ, რომ მე რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამისი, პირდაპირ გეუბნებით, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეეხება თუ არა მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი ამნისტია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამნისტიასა და პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე მუშაობა მთავრობასთან კოორდინაციით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნოდ ხმების მოპოვებასთან.