loader

"სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა" - მძიმე კადრები უკრაინიდან, სადაც რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა" - მძიმე კადრები უკრაინიდან, სადაც რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა

უკრაინაში რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.

კიევის საქალაქო ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 25 დაშავდა.

კრივი-რიჰის მერის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, ქალაქში 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში კი, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტიეს.