loader

"მინდა გკითხოთ, მზად ხართ თუ არა გამარჯვებისთვის?!" - მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა გკითხოთ, მზად ხართ თუ არა გამარჯვებისთვის?!" - მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე, სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. მოწმის სახით იკითხება ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე.

პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც, სხდომაზე იმყოფება ასევე ბრალდებული, თეიმურაზ ჯანაშია.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.