loader

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში "ახალმა სახალხო ფრონტმა" გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა - საფრანგეთის შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში "ახალმა სახალხო ფრონტმა" გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა - საფრანგეთის შსს

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, “ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა.

უწყების ცნობით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“ მეორე ადგილზე გავიდა 168 მანდატით. მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი - მესამე ადგილზე, 143 მანდატით. ამაასთან, „რესპუბლიკელებმა“ 45 მანდატი მოიპოვეს, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა ერთად 39 მანდატი მიიღეს.

ამასთან, ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის, 289 მანდატის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ შეძლო.