loader

"პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ" - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ" - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, დღეს პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავს.

„მართალია. ალიანსმა სამჯერ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე პროგნოზირებდნენ, მაგრამ უმრავლესობა არ გვაქვს. ხვალ დილით რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ“, - აღნიშნა ატალმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ მაკრონის ალიანსის ბევრი წევრი ხელახლა აირჩიეს.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი - „ახალი სახალხო ფრონტი“ იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ამასთან, ეგზიტპოლების თანახმად, გამარჯვების მიუხედავად, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა.