loader

როგორია "გლოვოს" დაჭრილი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია "გლოვოს" დაჭრილი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

"გლოვოს" დაჭრილ და ნაცემ კურიერს ოპერაცია გვიანობამდე უტარდებოდა.

"წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ, პაციენტი ამ ეტაპზე იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში, აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში. როდის გაეწერება კლინიკიდან, ჯერ არ არის ცნობილი", - თქვა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო რამიშვილმა.

კურიერზე თავდამსხმელი შსს-ს ამ დრომდე არ დაუკავებია, დამნაშავე მიმალვაშია. გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძეზე, 2 დღის წინ მოხდა. დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამას მოჰყვა თავდასხმა კურიერზე.