loader

"დაფშვნილი აქვს ფეხის თითების ძვლები, ტერფები! შეკვეთა მიიტანა და ვიღაც ნაბი**არმა, კაიფში მყოფებმა სცემეს და დაახალეს ჯერი! კლინიკა იშორებს თავიდან!"- დაჭრილი კურიერის ნათესავი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაფშვნილი აქვს ფეხის თითების ძვლები, ტერფები! შეკვეთა მიიტანა და ვიღაც ნაბი**არმა, კაიფში მყოფებმა სცემეს და დაახალეს ჯერი! კლინიკა იშორებს თავიდან!"- დაჭრილი კურიერის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილი "გლოვოს კურიერის" ნათესავი, ჟურნალისტი სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი, დაჭრილი წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, "გლოვოს" კუროერია, მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალმა კაცებმა და კაიფში მყოფებმა სცემეს და მერე დაახალეს ჯერი.

დაფშვნილია ფეხის თითების ძვლები, ტერფები. საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალოსტი!

გვეუბნებიან, რომ სამ ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ. თქვენ მიიყვანეთ მერე რომელიმე კლინიკაშიო!!!

ამ ბიჭს, რომელიც ინახავს თავის მცირეწლოვან შვილს თავისი პატიოსანი შრომით, ხეჩინაშვული კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხიამგებლობას! არ უზრუნველჰყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში, რომელიც ჩართულია საყოველთაო პროგრამაში!!!

რამე რომ დაემართოს თემო სიგუას, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა თქვენ აგებთ პასუხს!

ყოველდღე გავაკეთებ თქვენზე პირადად რეპორტაჟებს! არ მოგასვენებთ.

კრიმინალი მიშვებულია, აქამდე არ დაუჭერიათ დამჭრელები!!! და ამასობაში დაჭრილ ადამიანს ასე იცილებენ თავიდან!!!

ამ ბიჭს, რომელიც "გლოვოს" კურიერია, აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა!!! გიჩივლებთ ყველგან! ნება იბოძეთ და შეასრილეთ ჰიპოკრატეს ფიცი რაც დადეთ!!! ისეთი გაცოფებული ვარ, ვერავის ვნიშნავ ვისაც ეხება"- წერს სალომე გოგოხია.

ასევე იხილეთ: შემზარავი დანაშაული თბილისში: "გლოვოს" კურიერს 8 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - "დაურეკეს და უთხრეს, რომ შეკვეთას კონკრეტული პროდუქტი აკლდა... მთელი ნუცუბიძის ქუჩა ფეხზე იდგა!"