loader

"ხელისუფლებამ ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები" - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელისუფლებამ ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები" - სალომე ზურაბიშვილი

"ეს საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელია. შეიძლება, ისეთივე დონის დამაზიანებელი იყოს, როგორც ჩვენი ევროპული გზისთვის რუსული კანონია. ეს ასეთივე დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ყველაფერი, რაც აქამდე ამ დახმარებით ჩვენი ჯარისთვის შენდებოდა, უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები - და რა უნდა გაკეთდეს და სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა" - ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რის ფარგლებშიც სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.