loader

"რამდენიმე თვის წინ წარმოიდგენდით, რომ ქვეყანაში გვეყოლებოდა სანქცირებული საჯარო მოხელეები?" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამდენიმე თვის წინ წარმოიდგენდით, რომ ქვეყანაში გვეყოლებოდა სანქცირებული საჯარო მოხელეები?" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფეხბურთელების მიერ მადლობის თქმაზე მსჯელობისას ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს (მათ შორის, ფეხბურთელებსაც) არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ამ ტემპით განვითარდება მოვლენები, აღარც ევროპაში ფეხბურთზე სიარული მოგვიწევს და საერთოდაც უამრავ საერთაშირისო ღონისძიებას ჩავეხსნებით. რამდენიმე თვის წინ წარმოიდგენდით, რომ ქვეყანაში გვეყოლებოდა სანქცირებული საჯარო მოხელეები? ვერც ამჟამად სანქცირებული ქვეყნების მოქალაქეებს (მათ შორის, ფეხბურთელებს) წარმოედგინათ ის შეზღუდვები, რაც მათ ქვეყნებს უკვე დაუწესდათ. ძალიან სასიამოვნოა გამარჯვებით და მსუყე საჩუქრით გამოწვეული სიხარული, მაგრამ ამ სიხარულში არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს მომავალში ბევრი ასეთი სიხარულის უფლება წაგვერთვას, რისი რისკიც, უკვე ცხადია, გვაქვს. ვინც საწინააღმდეგო აზრით შემოვარდნას აპირებს, რომ ჩვენ ასეთ მძიმე შეზღუდვებს არ დაგვიწესებენ, სერიოზული არგუმენტები იქონიეთ შემოვარდნისას."