loader

"ვწუხვარ და ვიზიარებ სრულიად საქართველოს გულისტკივილს" - კახა კალაძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვწუხვარ და ვიზიარებ სრულიად საქართველოს გულისტკივილს" - კახა კალაძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, მწუხარებას გამოთქვამს.

კახა კალაძე სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:

„გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, თანამედროვეობის გამორჩეული მევიოლინე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლიანა ისაკაძე.

ქალბატონი ლიანა იყო ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

ვწუხვარ და ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, მუსიკალური საზოგადოების და სრულიად საქართველოს გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.