loader

ატლანტის ოკეანეში 89 მიგრანტის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ატლანტის ოკეანეში 89 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

მავრიტანიის სანაპიროებთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, სულ მმცირე, 89 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი მავრიტანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მავრიტანიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მიგრანტების ცხედრები, რომლებიც დიდ თევზსაჭერ ნავზე იმყოფებოდნენ, როდესაც ის გადაბრუნდა. ამასთან, მათ 9 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 5 წლის გოგონა.

შემთხვევა ატლანტის ოკეანეში, მავრიტანიის ქალაქ ნდიაგოდან დაახლოებით 4 კილომეტრში მოხდა.

ნავზე, რომელმაც ექვსი დღის წინ დატოვა გამბია-სენეგალის საზღვარი და ევროპისკენ მიემართებოდა, სულ მცირე, 170 მიგრანტი იმყოფებოდა.