loader

"თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი" - "ქალბატონო, ჩემი პარტიის თავმჯდომარე მე ვარ, თქვენ ჩემ დაჭერას აპირებთ, იქნებ ბრალდება წამომიყენოთ"- რა ხდებოდა საპროკურორო საბჭოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი" - "ქალბატონო, ჩემი პარტიის თავმჯდომარე მე ვარ, თქვენ ჩემ დაჭერას აპირებთ, იქნებ ბრალდება წამომიყენოთ"- რა ხდებოდა საპროკურორო საბჭოში?

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამ წუთებში საბჭო იურისტ ლალი ბუნტურს უსმენს, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანება "საქართველომ" წარადგინა.

"თქვენმა პარტიამ რომ გამოაცხადა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარება, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი", - მიმართა ლალი ბუნტურმა პარტია "გირჩის" თავმჯდომარეს, იაგო ხვიჩიას.

იაგო ხვიჩიამ დააკონკრეტა, რომ პარტიის თავმჯდომარე თავადაა და პროკურორობის კანდიდატი სწორედ მის დაჭერას აპირებს.

"ქალბატონო, ჩემი პარტიის თავმჯდომარე მე ვარ, თქვენ ჩემ დაჭერას აპირებთ, იქნებ ბრალდება წამომიყენოთ. მე არ შევცვლილვარ, იგივე ადამიანი ვარ, რაც მაშინ ვიყავი. რაზე მიჭერთ, რომ მითხრათ, თქვენ ხომ იურისტი ბრძანდებით, სამართლებრივად რომ მითხრათ, რაზე მიჭერთ", - მიმართა იაგო ხვიჩიამ ლალი ბუნტურს.