გიორგი კეპულაძე დაქორწინდა: ვინ არის ცნობილი ჟურნალისტის, "საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის რჩეული
გიორგი კეპულაძე დაოჯახდა. "საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა ჯვარი სოციალურ საწარმოთა ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერ მარიამ დევრისაშვილზე დაიწერა. გიორგიმ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ახლა უკვე ოფიციალურად“ - წერს ეკონომისტი.
საქორწინო ცერემონიას გიორგის შვილი ევგენიაც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ კეპულაძე ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილზე, თუმცა წყვილი წლებია, რაც განქორწინდა.