loader

“ერთ ადამიანს არ მოუხდია ბოდიში ამ ტყუილზე”- რას წერს ნიკა ქავთარაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ერთ ადამიანს არ მოუხდია ბოდიში ამ ტყუილზე”- რას წერს ნიკა ქავთარაძე?

შოუმენი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე დიმა ობოლაძესთან დაკავშირებით აგორებულ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ჩემთვის “იმედს” დაუბრალებია ისეთი რაღაც, რაც არ ჩამიდენია და თან ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება ახლობლებს რამე დამართნოდათ, ხოლო საქმიანი მხრივ პრობლემები შემქმნოდა.

ერთ ადამიანს არ მოუხდია ბოდიში ამ ტყუილზე “მეგობარი” იმედელებისგან.

მე კიდე, ათასი ადამიანის მტკიცებაც კი არ მყოფნის, ცუდსაც კი დავაბრალო ცუდობა.

ზოგადად, სულიერი და ემოციური ფონი, რომელიც ამ ხელისუფლებამ გააჩინა ხალხში, ყველას გვნებს, მართლა ყველას.”- ვკითხულობთ ნიკა ქავთარაძის ფეისბუქპოსტში.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის პოსტი დიმიტრი ობოლაძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას მოყვა, რომელმაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თითქოსდა ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გამოეხმაურა, ფეხ­ბურ­თე­ლმა განაცხადა, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და ობო­ლა­ძე­ზე უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.