loader

საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შს საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ხანძრის კერის ოთივე მხრიდან მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება, ცეცხლის გავრცელების საფრთხის მოხსნა და შემდგომ ლიკვიდაცია.

„რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

ხმელ ბალახზე და ეკალ-ბარდზე გავრცელებული ხანძრის ქრობაში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა, სპეც-ტექნიკა და დრონები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.