loader

სკანდალი, რომელიც განხილვის თემად იქცა - "ერთ სქრინზე მე ვარ, რთული ეტაპი მქონდა ცხოვრებაში, იძულების წესით დავდიოდი სამსახურში და ცრემლები ვერ შევიკავე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი, რომელიც განხილვის თემად იქცა - "ერთ სქრინზე მე ვარ, რთული ეტაპი მქონდა ცხოვრებაში, იძულების წესით დავდიოდი სამსახურში და ცრემლები ვერ შევიკავე"

არასათანადო ანაზღაურება, შრომითი უფლებების დარღვევა და ახლა უკვე ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დასაქმებულების მიმართ - "ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

ონლაინკაზინოების პროვაიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. ის არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, თუმცა ამჯერად პროტესტის ახალი ტალღა ონლაინმედია "მაუწყებლის" მიერ გავრცელებულ ე.წ. სქრინებს მოჰყვა.

კომპანია ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი კარიერული განვითარებაა, თუმცა ერთი საფეხურით მაღლა მდგომი მენეჯერები პირად შიდა საკომუნიკაციო ჩატებში ფრჩხილის სიგრძესა და წონის პრობლემებსაც განიხილავენ. როგორც გავრცელებულ მასალაში ვხედავთ, ადგილი აქვს რასობრივ დისკრიმინაციას, კერძოდ, კანის ფერის განხილვასა და მასთან დაკავშირებულ შეუსაბამო იუმორის.

ჩვენ ვცადეთ ამბის ფიგურანტებთან დაკავშირება. არცერთ მათგანს კამერებთან საუბარი არ სურს.

თუმცა სოციალურ მედიაში მაკუნა მაჭარაშვილის ვიდეომიმართვა ვრცელდება. ის ერთ-ერთია, ვინც მენეჯერების მხრიდან დაცინვისა და შეუსაბამო განხილვის ობიექტი გახდა. მაკუნას თქმით, ის ბრძოლას აუცილებლად დაიწყებს და შესაბამის ზომებს მიმართავს.

"ევოლუშენ გეიმინგი" კი პრობლემის სათავის ძიებას იწყებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ - 8 000-მდე ადამიანისგან შემდგარ გუნდში თანამშრომლების გაკონტროლება და მიუღებელი ქმედებების დროულად გამოვლენა მათი გამოწვევაა და საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.