loader

დარჩება თუ არა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარჩება თუ არა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას მწვრთნელი ვილი სანიოლი. ის „ჯვაროსნებს“ 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადავიდა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა, სადაც მერვედფინალში გავიდა. მას სფფ-სთან კონტრაქტი ამ წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ფრანგი სპეციალისტი ევრო 2024-ზე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო (მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა). ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანიოლს ირლანდიის ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

თავისუფლების მოედანზე გამართულ ზეიმზე მან განაცხადა, რომ 3.5 წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწიეს, ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს და მომდევნო 3.5 წელიწადში უკეთესი შედეგის მიღწევას იმედოვნებს. სანიოლმა სამშობლოში გამგზავრების წინ ქართულ მედიასთან აეროპორტში კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა განიხილონ, რა იყო ცუდი და რა კარგი და გადაწყვეტილების მიღებაზე ამის შემდეგ ისაუბრონ.

სანიოლმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უყვარს და აქ თავს კარგად გრძნობს.

წყარო: sportall.ge