loader

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდებათ ხვალამდე წყლის მიწოდება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდებათ ხვალამდე წყლის მიწოდება?

დღეს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება, რაც წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს უკავშირდება. აღნიშნულ პერიოდში დღეს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, მარიჯანის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის და ნუცუბიძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს. ასევე საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს.