loader

რა გააკეთა თურქმა ფეხბურთელმა ავსტრიის ნაკრების კარში გატანილი გოლის შემდეგ, რასაც სკანდალი მოჰყვა და უეფამ გამოძიება დაიწყო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გააკეთა თურქმა ფეხბურთელმა ავსტრიის ნაკრების კარში გატანილი გოლის შემდეგ, რასაც სკანდალი მოჰყვა და უეფამ გამოძიება დაიწყო?

უეფამ თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო.

BBC-ის ცნობით, ფეხბურთელმა ევრო 2024-ის ფარგლებში, ავსტრიის კარში გატანილი გოლი ე.წ. მგლის მისალმებით აღნიშნა, რაც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – "რუხი მგლები". ეს დაჯგუფება დაკავშირებულია თურქეთის მმართველ კოალიციურ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიასთან.

დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და საფრანგეთში აკრძალულია, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გოლის გატანის შემთხვევაში.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დემირალი შეიძლება დაჯარიმდეს ან ჩემპიონატიდან დისკვალიფიცირდეს.