loader

"ეს ხალხი რომ დაწინაურდეს და ეს სმს-ები ნახონ, მერე ხომ დამერხევა?!" - სკანდალი "ევოლუშენში": კომპანია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ხალხი რომ დაწინაურდეს და ეს სმს-ები ნახონ, მერე ხომ დამერხევა?!" - სკანდალი "ევოლუშენში": კომპანია განცხადებას ავრცელებს

"ევოლუშენ ჯორჯიაში" დასაქმებულმა "მაუწყებელს" ანონიმურად მენეჯერების ჩათის მიმოწერები მიაწოდა, სადაც ჩანს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დასაქმებულებისადმი.

კომპანია აღნიშნულ ფაქტს განცხადებით ეხმაურება. როგორც "ევოლუშენ ჯორჯიაში" აცხადებენ, დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეული იყოს პრობლემის სათავე და მიიღონ უმკაცრესი ზომები.

"ევოლუშენი" ამაყობს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციით და აქ დასაქმებული 8 000-მდე თანამშრომლით. მომავალშიც აუცილებლად განვაგრძობთ "ევოლუშენ საქართველოს" ინვესტირებასა და უამრავი ახალგაზრდისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობის შეთავაზებას და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც ყოველთვის ვცდილობთ, ვიყოთ უკეთესი, ვისწავლოთ და განვვითარდეთ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მივიღოთ უმკაცრესი ზომები.

არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა თანამშრომელი იცავს და პატივს სცემს ჩვენს საერთო ღირებულებებს.

ყველაფერს ვაკეთებთ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველსაყოფად, თუმცა 8 000-მდე ადამიანისგან შემდგარ გუნდში, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება გამოწვევები თანამშრომლების გაკონტროლებასა და მიუღებელი ქმედებების დროულად გამოვლენასთან დაკავშირებით. თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად" - ნათქვამია განცხადებაში.