loader

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდებათ ხვალ წყლის მიწოდება - იხილეთ მისამართები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდებათ ხვალ წყლის მიწოდება - იხილეთ მისამართები

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს. მასშტაბური სამუშაოების პირველ ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია ხვალ, 4 ივლისს, ჩაატარებს.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, წყნეთის გზატკეცილზე სრულად იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი. ასევე, ახალ ქსელზე მონტაჟდება 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ეწყობა 2 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში კომპანია 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, დანელიას, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, მ.დოლიძის, საკანდელიძის, გ.წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის N21,23,25,27,32,34,36,38,40,42, ნუცუბიძის ქუჩის N51,53,91,95, N131-179, N80-86, ვაჟა-ფშაველას გამზირის N72,74,75,76,77,78,79,80, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა-21, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის N25, ჭავჭავაძის გამზირის N39,41,43,45,47,49,51,53,55,73,74,75,76,78,80,82,84, თამარაშვილის ქუჩის N 1,2ა,3,4,9, ჟღენტის ქუჩის N2.

4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის." - აცხადებს კომპანია.