რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდაზე აბიტურიენტებს? - "ანერვიულებული გამოვედი, ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" შემხვდა..."
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ერთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა.