loader

"არ მოვუსმინე ჩემს შტაბს, კინაღამ სცენაზე ჩამეძინა, ამას გამართლება არ აქვს..." - რას განმარტავს ჯო ბაიდენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მოვუსმინე ჩემს შტაბს, კინაღამ სცენაზე ჩამეძინა, ამას გამართლება არ აქვს..." - რას განმარტავს ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ საპრეზიდენტო დებატებზე მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო, თუმცა მან ამის მიზეზად საზღვარგარეთ განხორციელებული ორი ვიზიტის დროს ფრენით გადაღლილობა დაასახელა.

„არ მქონდა საუკეთესო ღამე. გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა, 100-მდე დროის ზონის გავლით დებატებამდე. არ მოვუსმინე ჩემს შტაბს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის ახსნა“, - განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ოფიციალური პირების მტკიცებით, ბაიდენი დებატების დროს გაციებული იყო, თუმცა თავად პრეზიდენტს ეს მიზეზი არ უხსენებია.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი ივნისში საფრანგეთსა და იტალიაში იმყოფებოდა.